Робота для біженців з України
დასუფთავების თანამშრომელი/დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი/დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს).

"Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 78 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს.

ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას.

სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს.

ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.

სასტუმრო "Glarros Old Town"-ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის (დიასახლისის) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: კვირაში 5 სამუშაო დღე (9 სთ ცვლა, 1 სთ შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ნომრების არსებული სტანდარტების შესაბამისად დალაგება;
** სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება;
** ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასს;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com ან დარეკეთ ნომერზე - 575-778-770.

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town"-მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე