|  
		
			| დასახელება: 
				მიმტანი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							სასტუმრო Glarros OldTown |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). 
 "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 78 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს.
 
 ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას.
 
 სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს.
 
 ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.
 
 სასტუმრო "Glarros Old Town"-ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.
 
 სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
 
 სასტუმრო "Glarros Old Town"-ის, მიმტანი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
 ** სტუმრებისგან შეკვეთის მიღება და მათი დროულად მიწოდება;
 ** მენიუს კარგად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა კერძების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
 ** მომხმარებლებისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
 ** სპეციალურ ღონისძიებებზე სტუმრების მომსახურება;
 ** მაგიდების გაწყობა;
 ** ჩეკების მომზადება;
 ** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
 ** ინვენტარის კონტროლი
 
 მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
 
 ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ** PMS სისტემის ცოდნა (სასურველია);
 ** ენები: ქართული, ინგლისური
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com
 
 სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
 აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town"-მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 |  |  |  |