|  
		
			| დასახელება: 
				პროექტის მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							მუნიციპალური განვითარების ფონდი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 
 ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/
 
 პირობები:
 
 ** სამუშაო ადგილები: 1, ბათუმი;
 ** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00,
 ** სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
 ** ანაზღაურება: შეთანხმებით;
 
 დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.
 
 ფუნქციები და მოვალეობები:
 
 ** პროექტების მართვის ძირითადი სტრატეგიის შემუშავება და შეთანხმება დაინტერესებულ მხარეებს შორის;
 ** პროექტის სრული ციკლის მართვა, კონტროლი და მონიტორინგი, პროექტის ბიუჯეტისა და ვადების კონტროლი;
 ** დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ანალიზი და კომუნიკაცია პროექტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე;
 ** პროექტის დროსა და აქტივობებში გაწერილი დეტალური გეგმის შედგენა და ამ გეგმის მონიტორინგი, კონტროლი და აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რათა პროექტი არ ჩამორჩეს წინასწარ გაწერილ გეგმას;
 ** პროექტის დეტალური გეგმის გაცნობა მართვაში ჩართული მხარეებისთვის და მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
 ** შიდა რესურსებისა და პროექტში ჩართული მხარეების კოორდინაცია და მართვა პროექტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, რისკების იდენტიფიცირებისას პროგრამის მენეჯერისთვის წამოჭრილი რისკების და პრობლემების გაცნობა და გადაჭრის გზების შეთავაზება;
 ** დონორი და/ან სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნების, წესებისა და გეგმების დეტალური შესწავლა და პროექტის მოსამზადებელი დოკუმენტაციის მომზადება და/ან მონაწილეობა კომპეტენციის მიხედვით;
 ** დონორ და/ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური საქმიანი ურთიერთობების დამყარება, მჭიდრო კომუნიკაციის წარმოება და ანგარიშგება;
 ** პროექტის განხორციელებაში ჩართული პირების მართვა, მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობის დროული შესრულების მიზნით;
 ** თითოეული პროექტის კონცეფციის/ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესის მართვა და მათ საფუძველზე წარმოდგენილი დეტალური დიზაინის განხილვაში მონაწილეობის მიღება;
 ** პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზება, მათში მონაწილეობა და კონკრეტული პროექტის წარდგენა;
 ** საპროექტო ობიექტებზე ვიზიტების მოწყობა კონცეფციების შემუშავებისა და პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით;
 ** კონტრაქტორის (საკონსულტაციო მომსახ. და სხვ) მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია ინფორმაციის და რეკომენდაციების მიწოდების გზით. სამეთვალყურეო საბჭოზე წარდგენა, შეთანხმება შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
 ** კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ყველა აუცილებელი დოკუმენტის მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება/კოორდინაცია და შეთანხმება დონორებთან/ან დაინტერესებულ მხარეებთან;
 ** პროგრამების/პროექტების განმახორციელებელი დონორებისათვის, ასევე სამინისტროებისათვის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის და პერიოდულობის ანგარიშების მომზადება და მიწოდება;
 ** მუდმივი კავშირი გუბერნიებსა და მუნიციპალიტეტებთან დაგეგმილი/მიმდინარე პროექტების ფარგლებში;
 ** საჭიროებისამებრ, პროექტში ცვლილების ინიცირება, დასაბუთება, იმპლემენტაცია და მართვა, პროექტის საბოლოო მიზნების მისაღწევად;
 ** საჭიროებისამებრ, პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება ფონდის სტრუქტურული ერთეულებისთვის, პროექტის განხორციელების მიზნებისთვის;
 ** ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შეხვედრების გამართვა (საჯარო შეხვედრები);
 ** პროექტთან დაკავშირებული კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ანგარიშების, პრეზენტაციების მომზადება;
 ** პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის MIS პროგრამაში დროულად ასახვა.
 
 აუცილებელი მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება
 ** სამუშაო გამოცდილება - პროექტის მენეჯერის (პროექტის ადმინისტრირება/მართვა) 3 წელი, მათ შორის სამშენებლო -საინჟინრო პროექტების მართვის გამოცდილება 2 წელი
 ** კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail.
 ** ენები: ქართული (წერითი უნარები - C1; მეტყველება - C1). ინგლისური (წერითი უნარები - B2; მეტყველება - B2).
 
 დამატებითი მოთხოვნები:
 
 ** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
 ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ";
 
 პროფესიული უნარები:
 
 ** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
 ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
 ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
 
 გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შედგენილი ქართულ ენაზე (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV - სახელი და გვარი (ქართული ფონტით) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერი - ბათუმი".
 
 კონკურსის ეტაპები: კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
 
 არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
 საკონტაქტო პირი (+995) 591 994 434 ნინო ფხაკაძე.
 |  |  |  |