|  
		
			| დასახელება: 
				იურისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							გრინვეი ლოჯისტიკ |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "გრინვეი ლოჯისტიკ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 
 ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
 
 ** კომპანიის ინტერესების დაცვა-წერილების, ბრძანებების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
 ** ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების მომზადება, გაფორმება და სისტემატიზაცია;
 ** სხვადასხვა სახის წერილის, ბრძანების, წესდების, აქტის, საჩივრისა და სხვა საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
 ** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
 ** კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
 ** წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი იურიდიული განათლება;
 ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
 ** ხელშეკრულებებზე და სხვა დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
 ** სასამართლოსთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
 ** ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით;
 ** კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
 ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
 
 პიროვნული თვისებები:
 
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ** პუნქტუალურობა;
 ** გუნდურობა;
 ** კეთილგანწყობა;
 ** ორგანიზებულობა;
 ** ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნება;
 ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
 ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
 
 სასურველია:
 
 ** საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
 ** ინგლისურ და რუსულ ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
 
 გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancygwl@gmail.com
 |  |  |  |