|  
		
			| დასახელება: 
				სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							რედ განეში |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 
 კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. შპს "რედ განეშ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
 
 სამუშაო პირობები:
 
 ** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო
 ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა.
 ** ანაზღაურება: 2000 ლარი
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** წარმოების მასშტაბით შემოვლების წარმოება;
 ** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი;
 ** წარმოების მასშტაბით გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის ზედამხედველობა;
 ** მანქანა-დანადგარების, საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნომრების დაცვის კონტროლი, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი;
 ** წარმოებისა და მზა პროდუქტების საწყობების მასშტაბით ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
 ** დღის განმავლობაში განხორციელებული შემოვლების შედეგების დოკუმენტურად გაფორმება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 ** ISO 9001 და ISO 22000 პრინციპების ცოდნა;
 ** HACCP-ის სისტემების ცოდნა;
 
 დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: office@mzamzareuli.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
 თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |