|  
		
			| დასახელება: 
				საწყობის მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ბიუმარტი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "ბიუ პლიუსი" შპს "ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი სახელწოდებით - "ბიუმარტი". 
 "ბიუმარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
 
 რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
 
 ** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
 ** კომფორტული სამუშაო გარემო;
 ** თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** საწყობების მონიტორინგი;
 ** სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება და მისი კონტროლი;
 ** თაროებზე საქონლის დასაწყობების პროცესის სწორად წარმართვა და პერიოდულად საწყობის დალაგების ორგანიზება;
 ** საწყობიდან საქონლის გამოტანის პროცესების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
 ** საწყობებში აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება;
 ** სახარჯი მასალების ლოკაციების მიხედვით აწყობა და პროგრამულად გადაწერა;
 ** სახარჯი მასალების ჩამოწერა;
 ** საწარმოს გარე რამპიდან პროდუქციის აღება და გადათვლა;
 ** პროდუქციის დასაწყობება სატრანსპორტო საშუალებებზე;
 ** დილით, საჭიროების შემთხვევაში, ზედნადებების ამობეჭდვა;
 ** პროდუქციის მიღება, ზედნადებებთან დადარება, მითვლა და აღწარმოება;
 ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
 
 აუცილებელი მოთხოვნები:
 
 ** საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი;
 ** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი.
 
 პიროვნული თვისებები:
 
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ** პუნქტუალურობა;
 ** კომუნიკაბელურობა;
 ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
 ** აქტიურობა და სისწრაფე;
 ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
 ** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
 ** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
 
 პირობები:
 
 ** ანაზღაურება: 1500 ლარი  (გამოსაცდელი ვადა 3 თვე).
 ** ადგილმდებარეობა: სართიჭალა.
 ** სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე.
 
 დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 577947402.
 |  |  |  |