Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=678578&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: LPP Georgia
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებისა და დასახული გეგმების მისაღწევად, მაღაზიის მუშაობის სრული ორგანიზება
** გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება: ცხრილების დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება, თანამშრომელთა სწავლება და მოტივაცია
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის, მომსახურებისა და საოპერაციო პროცესების სტანდარტების უზრუნველყოფა
** მარაგების კონტროლი, პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ბრუნვის მონიტორინგი
** მაღაზიის ძირითადი მაჩვენებლების (შემოსავალი, კონვერსია, საშუალო ჩეკი, დანაკარგი) ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივები
** ანგარიშგების სიზუსტის, ბიუჯეტის კონტროლისა და დანაკარგების პრევენციის უზრუნველყოფა
** მაღაზიის მზადყოფნა აუდიტებისთვის, ინვენტარიზაციებისათვისა და უსაფრთხოების შემოწმებისათვის
** კომპანიის პროფესიონალურად წარმოჩენა შიდა და გარე ურთიერთობებში
** შრომითი კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა და შიდა რეგულაციების დაცვა
** მონაწილეობა ახალი მაღაზიების გახსნაში და კომპანიის სტრატეგიების განხორციელებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე 5+ კაციანი გუნდის მართვით
** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები
** გაყიდვების ანალიზის, გუნდის მართვისა და საცალო ოპერაციების ცოდნა
** მერჩენდაიზინგის, მარაგების კონტროლისა და მომხმარებელზე მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (POS სისტემები, MS Office და რითეილ ანგარიშგება)
** ინგლისური ენა - არანაკლებ Intermediate დონეზე
** განვითარებული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი 115;
** სამუშაო განრიგი: სრული

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
** კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს;
** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lpp.hr.georgia@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/

შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია