|  
		
			| დასახელება: 
				ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი" (http://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (http://www.primeglobal.net) 
 კომპანია აცხადებს სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში.
 
 ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
 სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი
 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
 
 სტაჟირება ანაზღაურებადია
 
 რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:
 
 ** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
 ** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
 ** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
 ** შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
 ** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან
 
 მოთხოვნები:
 
 ** განათლება: საშუალო-სპეციალური, საბუღალტრო-ეკონომიკური
 ** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
 ** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
 
 პიროვნული თვისებები:
 
 ** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
 ** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
 ** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
 ** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
 ** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
 
 მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 30 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".
 |  |  |  |