|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების კონსულტანტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							Yamaha Music Georgia |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| იაპონური მუსიკალური ბრენდის "Yamaha"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, "Yamaha Music Georgia"-ს შოურუმი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. 
 ლოკაცია: Yamaha Music Georgia (ქ.თბილისი ჟ.შარტავას ქ.#35)
 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** მომხმარებლების დახვედრა და თავაზიანი მომსახურება შოურუმში
 ** კლიენტებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო აპარატურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
 ** თითოეული მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
 ** ინსტრუმენტების დემონსტრირება ადგილზე (ფუნქციონალის, ხმის, განსხვავებების ახსნა)
 ** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა - შეკვეთის გაფორმება
 ** არსებული პროდუქციის ცოდნის მუდმივი განახლება (ახალი მოდელების, აქციების, ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით)
 
 მოთხოვნები:
 
 ** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი — ქართულ და ინგლისურ ენაზე (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
 ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და თავაზიანი მომსახურების უნარი
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
 ** მუსიკალური ინსტრუმენტების ცოდნა ან მათთან მიმართებაში ინტერესის/მოყვარეობის არსებობა (უპირატესობა)
 ** საბაზისო კომპიუტერული უნარები
 ** გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
 ** პროდუქციის შესახებ ტრენინგს;
 ** ფიქსირებული ხელფასი;
 
 კანდიდატთა შერჩევა:
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: yamaha@imtc-music.ge
 |  |  |  |