Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების მენეჯერი, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მიმართულებით:

1) საცალო გაყიდვების მენეჯერის (non Life მიმართულებით) ქ. თბილისში.

ლოკაცია: ზ. ანჯაფარიძის N28;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა (B1-B2)

2) კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი (non Life მიმართულებით) ქ. თბილისში.

ლოკაცია: ვაჟა-ფშაველას გამზ. N3;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა იურიდიულ პირებზე;
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, (სასურველია - საბანკო ან საფინანსო განხრით);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე