Робота для біженців з України
AI განვითარების პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AI განვითარების პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას AI განვითარების პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** AI-ის გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდისთვის, კომპანიის სერვისების და კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესებაში;
** AI განვითარების მიმართულებით კომპანიის საჭიროებების / მოთხოვნების იდენტიფიცირება, მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება და გადაჭრის გზების მოძიება;
** AI განვითარების პროექტების ინიცირება, განხორციელების მიზანშეწონილების კვლევა (feasibility study), პროექტის საზღვრების, რესურსების და ბიუჯეტის ფორმირება, მენეჯმენტთან და დაინტერესებულ რგოლებთან შეთანხმება;
** პროექტის გუნდის ლიდერობა და პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა;
** AI ტექნოლოგიების, კომპეტენციების და რესურსების გარე მომწოდებლებთან მოლაპარაკება და შეთანხმება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე;
** ადგილობრივ AI ღონისძიებებში მონაწილეობა, დარგის განვითარების სიახლეების კვლევა და კომპანიის მიზნებისთვის მათი გამოყენების ინიცირება;
** კომპანიის სხვა რგოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა AI განვითარების მიზნების მიღწევისთვის.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზის და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** Software პროდუქტების შექმნის ან დანერგვის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** პროექტებში ლიდერულ/მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მონაცემთა მეცნიერების და AI/ML საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია AI მოდელებით ბიზნეს-ამოცანების გადაწყვეტის (AI მოდელების, ან AI აგენტების დანერგვის) პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

ენები: ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები:

** კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებული;

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1140/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე