Робота для біженців з України
რძის პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რძის პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
მაღაზიათა ქსელი "წერტი" აცხადებს ვაკანსიას რძის პროდუქტების წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** მდებარეობა: თბილისი, ყაზბეგის გამზირი #15;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** რძის მიღება;
** პროდუქციის (იმერული ყველი, სულგუნი, მოცარელა, ბურატა, მაწონი, ნადუღი და ა.შ) წარმოებაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარის გენერალურად დასუფთავება ყოველდღიურად / დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით (რძის ქვაბები, მაგიდა, მაცივრები და სხვა ინვენტარი);
** ზოგადი ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
** სავალდებულო ჟურნალებისა და ჩეკლისტების ყოველდღიურად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება სასურსათო ტექნოლოგიების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** სასურველია რძის საწარმოში და/ან სხვა მონათესავე სფეროში;
** საქმის დეტალურად შესწავლისა და გამოცდილების მიღების მოტივაცია;
** დიდი ზომის დანადგარებთან ფიზიკურად მუშაობის უნარი/შესაძლებლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე