Робота для біженців з України
ფენოვანი ცომის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფენოვანი ცომის სპეციალისტი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"წერტი"-ს გაყინული ნახევარფაბრიკატების საწარმო აცხადებს ვაკანსიას ფენოვანი ცომის სპეციალისტის პოზიციაზე:

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ფენოვანი ცომის დამზადება;
** შესაბამის დანადგართან მუშაობა და ცომის მომზადების სრულ პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მუშაობის პროცესში დადგენილი რეცეპტურისა და კალკულაციების მკაცრად დაცვა;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია (და არა აუცილებელი) კვების საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ცომის დანადგარზე (კატალკა) მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ლოკაცია - ალექსევკა;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 08:00-17:00;
** ხელფასი - ფიქსირებული 1500 ლარი;
** ფასდაკლების ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (დაფინანსებული კომპანიის მიერ);
** კვება;
** ტრანსპორტირება;
** სტაბილური გარემო;
** სასიამოვნო გუნდთან მუშაობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

* აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე