Робота для біженців з України
ხარისხის მართვის სპეციალისტი - წეროვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სპეცკომფორტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სამშენებლო მასალების საწარმო, "სპეცკომფორტი" № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2015 წელს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით.

"სპეცკომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მცხეთის რაიონ სოფელ წეროვანში - სამშენებლო მასალების ლაბორატორიაში - ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ორმხრივ ტრანსპორტირებას (სარაჯიშვილის მეტროდან)

ხელფასი და სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MS Word, MS Excel, Power point)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნიმუშების აღება და ტესტირება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** ლაბორატორიული მონაცემების დამუშავება და დოკუმენტაციების წარმოება;
** ტექნოლოგიურ პროცესში ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ხარისხის მართვის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე