|  
		
			| დასახელება: 
				ხარისხის მართვის სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							სპეცკომფორტი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სამშენებლო მასალების საწარმო, "სპეცკომფორტი" № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2015 წელს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. 
 "სპეცკომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მცხეთის რაიონ სოფელ წეროვანში - სამშენებლო მასალების ლაბორატორიაში - ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
 
 ჩვენ უზრუნველვყოფთ ორმხრივ ტრანსპორტირებას (სარაჯიშვილის მეტროდან)
 
 ხელფასი და სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
 ** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური (სასურველია);
 ** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MS Word, MS Excel, Power point)
 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** ნიმუშების აღება და ტესტირება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
 ** ლაბორატორიული მონაცემების დამუშავება და დოკუმენტაციების წარმოება;
 ** ტექნოლოგიურ პროცესში ხარისხის კონტროლი;
 ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
 
 უნარები:
 
 ** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
 ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
 ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
 ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
 ** დროის მართვის უნარი.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** პროფესიულ განვითარებას;
 ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
 ** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას.
 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ხარისხის მართვის სპეციალისტი.
 |  |  |  |