|  
		
			| დასახელება: 
				კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							სპეცკომფორტი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სამშენებლო მასალების საწარმო "სპეცკომფორტი" დაარსდა 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. 2020 წლიდან ვართ № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანია. 
 თუ გსურს გახდე სპეცკომფორტის გუნდის წევრი და მზად ხარ ჩვენთან ერთად "ქმნიდე ქართულს", გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გადმოაგზავნე შენი CV კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 
 ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (NET) + ბონუსი (2000-2500)
 ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა.
 მდებარეობა: მცხეთა, წეროვანი
 დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
 სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
 დასვენების დღე: შაბათი-კვირა;
 განათლება: ბაკალავრი
 
 ძირითადი ფუნქციები:
 
 ** გაყიდვების მცოდნე/გამოცდილი;
 ** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესაბამისად საკუთარი დღის დაგეგმვა;
 ** ყოველდღიურ რეჟიმში ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
 ** კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისათვის;
 ** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
 ** კლიენტების საქმიანობის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული კლიენტის ჭრილში.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სამშენებლო სფერო (არანაკლებ 1 წელი);
 ** სასურველია გარკვეული შეხება სამშენებლო მასალების სფეროსთან;
 ** უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
 ** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MS Word, MS Excel, Power point).
 
 პიროვნული უნარები:
 
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
 ** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის და წარმოების უნარი;
 ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
 ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** პროფესიულ განვითარებას;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევას;
 ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
 ** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას.
 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერი.
 |  |  |  |