Робота для біженців з України
ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი - წეროვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: სპეცკომფორტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სამშენებლო მასალების საწარმო, "სპეცკომფორტი" № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2015 წელს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით.

"სპეცკომფორტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: პირველი 2 თვე 1200 ლარი, მე-3 თვიდან 1500+ ბონუსი.
მდებარეობა: მცხეთა, წეროვანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00
დასვენება კვირაში 2 დღე შეთანხმებით
განათლება: ბაკალავრი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (MS Word, MS Excel, Power point)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება, რეგისტრირება;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხის გაცემა;
** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება; მიტანის სერვისისა და სხვა საკითხების შესახებ.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე