|  
		
			| დასახელება: 
				ტენდერი: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ხალიკ ბანკი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 11 ნოემბერი |  
			| სს "ხალიკ ბანკი საქართველო"-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ 
 სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის რუსთავის ფილიალის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
 
 სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N20.
 
 ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 231.4მ2,
 
 შესასრულებელი სამუშაო მოიცავს: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების შეძენას და სამონტაჟო სამუშაოებს.
 
 ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
 
 სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (http://www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
 
 განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 10.11.2025წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.
 
 სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 11.11.2025წ. 17:00 საათზე.
 
 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
 
 1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
 2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.
 |  |  |  |