|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
CIPRF
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"CIPRF" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მეტრო დელისის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
ჩვენ შესახებ:
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი (CIPRF) - სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის მისია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა, კვლევის შედეგების გავრცელება და გლობალური პროცესების პროგნოზირებაა.
პოზიციის მიზანი:
ოფის მენეჯერის მთავარი ამოცანაა საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამუშაო გარემოს ეფექტური მართვა და ოფისის ოპერაციული საქმიანობის კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისების ყოველდღიური, შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ოფისებში არსებული ავეჯის, ტექნიკისა და საერთო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების დროული გამოძახება;
** ოფისების საკანცელარიო, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთებით დროული მომარაგება;
** ოფისების კომპიუტერული და სხვა ტექნიკით მომარაგება;
** მზარეულის მომარაგება საჭირო პროდუქტებითა და სამზარეულო ინვენტარით, მარაგების რეგულარული შევსება;
** დამლაგებლებისა და მზარეულის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
** ოფისების ყოველდღიური სისუფთავისა და სანიტარულ ნორმების დაცვის კონტროლი, ნარჩენების დროული გატანის ორგანიზება;
** შესყიდული ნივთების აღრიცხვა და განაწილება;
** ოფისების დროული გაღება-დაკეტვის უზრუნველყოფა, საკეტებისა და უსაფრთხოების სისტემების კონტროლი;
** კომპიუტერული ტექნიკის, პრინტერებისა და სხვა საოფისე მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@ciprf.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
|
|
|
|