|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების მენეჯერი ხმის იზოლაციის მიმართულებით |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. 
 NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
 
 საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლობიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
 
 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
 
 კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ხმის იზოლაციის მიმართულებით
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** ახალი მომხმარებლების (B2C და B2B) მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
 ** მომსახურებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების პროფესიული წარდგენა;
 ** მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ხმის იზოლაციის სისტემის შეთავაზება;
 ** მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
 ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** საინჟინრო/ტექნიკური განათლება (სამშენებლო, აკუსტიკა, არქიტექტურა ან მსგავს სფეროში);
 ** გაყიდვების გამოცდილება (სასურველია B2B სექტორში);
 ** ხმის იზოლაციის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
 
 პიროვნული უნარ-ჩვევები:
 
 ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
 ** ტექნიკური საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნის უნარი;
 ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
 
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
 ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილების და მიხედვით) +საბონუსე სისტემა.
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი ხმის იზოლაციის მიმართულებით".
 
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
 ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |