|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლობიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|