|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების მენეჯერი - ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობა |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის"  (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. 
 NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
 
 საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლობიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
 
 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
 https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
 
 კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით.
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** მწარმოებლების მოძიება და მოზიდვა;
 ** მწარმოებლებისთვის კომპანიის პროდუქტის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
 ** მწარმოებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
 ** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
 
 ** უმაღლესი განათლება;
 ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
 ** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
 ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
 ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
 ** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
 
 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
 ანაზღაურება: 1500-1700 ლარი + საბონუსე სისტემა.
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით"
 
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |