|
დასახელება:
პრობლემური სესხების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბერმელი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია:
** სესხების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პრობლემური სესხების მართვა და სხვა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** თავაზიანობა;
** სიზუსტე;
** სისწრაფე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სანდოობა;
** გუნდური მუშაობა;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** სწრაფად სწავლისა და განვითარების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: თვეში დარიცხვით 1250 ლარი + საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მრავალფეროვან საბონუსე სისტემას.
** მობილურ ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10. გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|