Робота для біженців з України
ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი/ბიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი/ბიდერი
მომწოდებელი: ლიონ ავტო
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ავტო იმპორტიორი კომპანია "ლაიონ ავტო" აცხადებს ვაკანსიას ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი/ბიდერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00 - 02:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (2000-3000ლ)

ძირითადი ფუნქციები:

** ავტო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების მენეჯერთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია აუქციონზე მონაწილეობის დეტალების დასაზუსტებლად;
** ავტომობილის საბუთების ვარგისიანობის გადამოწმება;
** საინფორმაციო დოკუმენტაციის გენერირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** სავალდებულოა მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური (B 2 დონე) და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე