Робота для біженців з України
ავტომობილების მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების მრეცხავი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "ლაიონ ტრანსი", წეროვანში აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ხარისხიანი რეცხვა;
** სამუშაო ადგილზე სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** ავტო სამრეცხაოს კუთვნილი ტექნიკის გამართულობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის ინფორმირება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა და კონტროლი;
** უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა;
** ვალდებულია დაიცვას კომპანიის შინაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წლამდე;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე akankia@liontrans.com და გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

"ლაიონ ტრანსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"ლაიონ ტრანსი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასუს მოტორსი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 12 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე