|  
		
			| დასახელება: 
				ლაბორატორიის უფროსი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს. 
 ქიმიური საგამოცდო ლაბორატორიაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ლაბორატორიის უფროსის პოზიციაზე.
 
 სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი (რუსთავიდან კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტრებას)
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** ჩამდინარე წყლის და ლამის ხარისხის კონტროლის მიზნით ლაბორატორიის სამუშაო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
 ** ლაბორატორიის ხარისხის პოლიტიკის უზრუნველყოფა.
 ** სამუშაო გეგმის შემუშავება, განხორციელება, დამტკიცება და ლაბორატორიის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
 ** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
 ** ლაბორატორიის უწყვეტი მუშაობისათვის საჭირო მაღალი ხარისხის მასალებით მომარაგება.
 ** წინასწარ დადგენილი გრაფიკისა და პროცედურის შესაბამისად მენეჯმენტის სისტემისა და საგამოცდო საქმიანობის ანალიზი.
 ** ლაბორატორიის მონაწილეობის უზრუნველყოფა კვალიფიკაციის შემოწმების პროგრამებში.
 ** ჩამდინარე წყლის და ლამის ანალიზების სარეგისტრაციო ჩანაწერების კონტროლი.
 ** არაზუსტი გამოცდის შედეგის მიღების შემთხვევაში, პრობლემის მიზეზის დადგენა და ზრუნვა მის აღმოფხვრაზე.
 ** შესაბამისობის განაცხადის, მოსაზრებებისა და ინტერპრეტაციების დოკუმენტირება.
 ** კვლევის შემდგომი გამოცდის ოქმის გაცემა.
 ** დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა და კომპეტენციის მონიტორინგი.
 ** ხელსაწყო-მოწყობილობების (სპექტოფოტომეტრი, pH-მეტრი, მულტიმეტრი და სხვა) შიდა დაკალიბრებისა და ახალი გამზომი აპარატურის ვერიფიკაციის უზრუნველყოფა.
 ** უზრუნველყოს ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მაღალი ხარისხი, რომელიც დააკმაყოფილებს ხარისხის აუცილებელ კრიტერიუმებსა და ნორმატიულ მოთხოვნებს.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ქიმიის მიმართულებით.
 ** ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება.
 ** ჩამდინარე წყლების საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების ცოდნა.
 ** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 და სსტ ისო 9001 :2015/2015 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა.
 ** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
 ** MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
 
 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
 CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 |  |  |  |