|  
		
			| დასახელება: 
				ბუღალტერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ბკ ჰოლდინგ |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს". 
 "ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
 
 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
 ** სესხთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
 ** ხელფასების და მასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში
 ** დებიტორ/კრედიტორებთან ბუღალტრული შედარება
 ** მთ. ბუღალტრის დავალებით სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაში მონაწილეობა
 
 აუცილებელი მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
 ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
 ** ბუღალტრულ პროგრამა Sap Business One-ში მუშაობის გამოცდილება
 
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
 
 გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
 
 გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |