Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

გრაფიკული დიზაინერის ფუნქციები იქნება:

** შექმნას იდეები კონცეფციების წარმოსაჩენად, პროდუქტების/მომსახურებების რეკლამირებისთვის;
** გაზარდოს მომხმარებლის კეთილგანწყობა პროდუქტებში;
** სოციალური ქსელებისთვის სარეკლამო ვიზუალების მომზადება;
** სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალების მომზადება;
** POS მასალების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი)
** დიზაინის შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება;
** კომპანიის ფილიალებში გარე და შიდა სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
** კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;
** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** პოლიგრაფიული მასალებისთვის საბეჭდი ფაილის მომზადება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** გრაფიკული ილუსტრაციების შექმნა;
** ფოტოების დამუშავება;
** შიდა/გარე ციფრული არხებისთვის საჭირო ვიზუალური და ტესტური მასალების მომზადება;
** საინტერესო და კრეატიული ვიზუალის მოფიქრება, მომზადება;
** კამპანიის ფარგლებში შესაბამისი მოუშენ ვიდეოების შემოშავება საგარეო და მაღაზიის მონიტორებისთვის
** პარტნიორი კომპანიების ვიდეოების ადაპტირება და ბრენდირება
** ბრენდის გაიდლაინების დაცვის უზრუნველყოფა
** ვიდეო და აუდიო მასალის მომზადება იუთუბ და ტიკტოკ არხებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe Indesign ცოდნა;
** 3D პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური, რუსული ან თურქული ენის ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის #2;
** გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები : 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ("გრაფიკული დიზაინერი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე