|  
		
			| დასახელება: 
				სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							დაირექტ დებიტ ჯორჯია |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის იუსტიციის სახლი სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
 ** პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
 ** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
 ** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით;
 ** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.
 
 აუცილებელი ცოდნა და უნარები:
 
 ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
 ** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
 ** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.
 
 სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
 სამუშაო დღეები: ორშაბათი პარასკევი: დასვენების დღე: შაბათი და კვირა
 ანაზღაურება დარიცხული 950 ლარიდან ნამუშევარი დღეების პროპორციულად,
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 30 ნოემბრამდე  (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 |  |  |  |