|  
		
			| დასახელება: 
				სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი |  
			| მომწოდებელი: 
				
											სამშენებლო კომპანია |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის  პოზიციაზე. 
 სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
 სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
 ანაზღაურება: 4000-5000 ლარის ფარგლებში (გამოცდილების შესაბამისად)
 
 ძირითადი პასუხისმგებლობები:
 
 ** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კოორდინაცია და მართვა ობიექტზე
 ** სამუშაო გეგმის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად პროცესების წარმართვა
 ** სუბკონტრაქტორების და მუშა ჯგუფების მუშაობის ზედამხედველობა
 ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
 ** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
 ** უსაფრთხოების და შრომის ნორმების დაცვა (HSE)
 ** სამშენებლო ვადების და ბიუჯეტის დაცვაზე ზედამხედველობა
 ** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული გადაწყვეტა
 ** ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგება ზედამხედველ მენეჯმენტთან
 ** დოკუმენტაციის წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ
 ** ყოველი თვის ბოლოს ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური დეპარტამენტისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ფორმა N2-ის მოსამზადებლად
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** პროფესიული ან უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში
 ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე
 ** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
 ** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8NdWgCGY6fhM1VFWDgVF9DCcXtuJBwt4teR1ICj0Hw5V3hQ/viewform?usp=dialog
 
 წარმატებებს გისურვებთ!
 |  |  |  |