|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
მეგატექნიკა უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების კონსულტანტის (ბათუმი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლებში გაწერილი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ფლობა და მომხმარებლებისათვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მაღაზიის იერსახეზე ზრუნვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ტექნიკის თაროებზე განლაგება;
** პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი ვაკანტური პოზიციის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი-ბათუმი".
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამო ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
|
|
|
|