|
დასახელება:
სავიზო მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Your Point
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
ტურისტული კომპანია "Your Point" აცხადებს ვაკანსიას სავიზო მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ერთად გავხადოთ მოგზაურობა დაუვიწყარი და სასიამოვნო ჩვენი სტუმრისთვის.
გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ, მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის N4ა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00); შაბათი (11:00-15:00)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
** სრულყოფილი სავიზო მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** სავიზო განაცხადების, ფორმებისა და საჭირო დოკუმენტაციის სწორად და დროულად მომზადება;
** საკონსულოებთან შეხვედრის ორგანიზება და გასაუბრების სრული პროცესის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სრული/არასრული ტურიზმის, მენეჯმენტის ან მსგავსი პროფილის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** უცხო ენების ცოდნა B2-C1; (რუსული/ინგლისური)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
ვაკანსიის მიღების ბოლო ვადა: 20.11.2025
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|