|
დასახელება:
ტექნიკური ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
ქებული კლიმატი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე რუსთავში.
პოზიცია ექვემდებარება: ფილიალის მენეჯერი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: პროექტებისთვის საჭირო პროდუქციის განსაზღვრა-დახაზვა
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის გათბობის სისტემის მონტაჟის პროცესის დაგეგმვაში სრულყოფილი დახმარების გაწევა.
** კლიენტის მოთხოვნის გაანალიზება, მისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.
** პროექტის მომზადება (აზომვა, დახაზვა, ტექნიკის ტიპისა და რაოდენობის განსაზღვრა);
** შესაბამისი პროდუქციის შერჩევა, შეკვეთის მიღება, ინვოისირება და დოკუმენტაციის მომზადება;
** სამონტაჟო პარტნიორ ხელოსანთან კოორდინაცია და სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის დეტალური აღრიცხვა/დოკუმენტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ტექნიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად: ფიქსირებული 1600 ლარიდან + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: რუსთავი, ლეონიძის ქ. 16
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორაციული ნომერი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური ზედამხედველი";
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი 2025
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად
გაცნობებ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|