Робота для біженців з України
მტვირთავი - ლილო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს "PSP" წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს მტვირთავის ვაკანსიას თბილისში (ლილო).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაცემის განყოფილების მიერ შეფუთული შეკვეთის თავმოყრა და მისი ტრანსპორტში ჩატვირთვა;
** კონტროლის ზონაში გაკონტროლებული და შეფუთული ტვირთის გადაადგილება გასაცემ ზონაში;
** სამაცივრე პროდუქცის გადაადგილება შესაბამისი რეჟიმის დაცვით;
** კონტროლის განყოფილების მომარაგება შესაფუთი ყუთებით;
** გასაცემი ზონიდან შეფუთული პროდუქციის ჩატვირთვა ტრანსპორტში;
** დაფიქსირებული შეუსაბამობისას, მის აღმოფხვრაში ხელმძღვანელი პერსონალის ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** დისციპლინირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აკურატულობა;
** გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 14 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე