|
დასახელება:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2 500 (ორი ათას ხუთასი) ₾ (სამი თვის შემდეგ მომატების პერსპექტივით)
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა; პროცესების და მასში ჩართული პირების მართვა;
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** ფასთა მოკვლევა/შედარება;
** მშენებლობის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება/ეფექტური კომუნიკაცია დიზაინერებთან და პროცესში ჩართულ სხვა პირებთან/კომპანიებთან;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი, კონტროლი; ხარვეზების დაფიქსირება; შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება, ხარისხის კონტროლი/შეფასება;
** გაწერილი ამოცანებისა და შესრულებული დავალებების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი
პროფესიული უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
** სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრულობის ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|