|  
		
			| დასახელება: 
				სამეურნეო სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯორჯიან ქარდი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე. 
 სამუშაოს მიზანი:
 
 უზრუნველყოს კომპანიის ოფისის გამართული სამეურნეო და ტექნიკური ფუნქციონირება. იყოს პასუხისმგებელი ოფისის ყოველდღიურ მოვლასა და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** ოფისის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ელექტრობა, წყალი, გათბობა/გაგრილება და სხვა);
 ** საოფისე ინვენტარის (მაგიდები, სკამები, კარადები და სხვა) პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება ან ჩანაცვლება
 ** ნათურების, ჩამრთველების, საკეტების, მცირე ტექნიკის და სხვა დეტალების ცვლილება ან რემონტი;
 ** შესყიდვების საჭიროების დაფიქსირება და მომწოდებლებთან კოორდინაცია (სამეურნეო მასალები, საწმენდი საშუალებები და სხვა);
 ** ოფისის დასუფთავებისა და ჰიგიენური სტანდარტების მონიტორინგი და დასუფთავების პერსონალთან ურთიერთობა;
 ** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მონიტორინგი (სახანძრო სისტემები, საგანგებო გეგმა და სხვ.);
 ** ოფისში ტექნიკური ან საორგანიზაციო ცვლილებების მხარდაჭერა (მაგალითად, ავეჯის გადაადგილება, ღონისძიებებისთვის ადგილის მოწყობა, ნივთების გადატანაში მხარდაჭერა და სხვ.);
 ** თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი დროული მოგვარება;
 ** კომპანიის დირექტივების შესრულება სამეურნეო საკითხებში;
 ** სამეურნეო საწყობში მარაგების განთავსება/გაცემა.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** მინიმუმ საშუალო განათლება, ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
 ** მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება;
 ** ტექნიკური უნარები (ელექტრო, წყალგაყვანილობა, მცირე სარემონტო სამუშაოები და სხვა);
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა;
 ** დროის ეფექტური მართვა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
 ** გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
 
 პიროვნული თვისებები:
 
 ** ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი;
 ** დაკვირვებული დეტალებზე;
 ** ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
 
 სამუშაო პირობები:
 
 ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
 ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 53
 ** საგამოცდო ვადა 6 თვე, შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა
 ** ანაზღაურება 1500 ლარი
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "სამეურნეო სპეციალისტი"
 |  |  |  |