|  
		
			| დასახელება: 
				პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯორჯიან ქარდი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა (FMG), დეტალების გადაცემა ტექნიკურ თანამშრომლებზე
 ** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა საწყობში არსებული საქონლის მიღება-გაცემის თაობაზე;
 ** ინვენტარის (პოს ტერმინალები, აქსესუარები) მიღება, აღრიცხვა/კონტროლი
 ** კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით
 ** პოს ტერმინალების ინვენტარიზაცია/აღრიცხვა 2 კვირაში ერთხელ
 
 აუცილებელი მოთხოვნები:
 
 ** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
 ** პასუხისმგებლობა;
 ** პუნქტუალურობა;
 ** ენერგიულობა.
 ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
 
 სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 53; ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.
 ანაზღაურება: შეთანხმებით.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია - "საწყობის სპეციალისტი"
 
 
 |  |  |  |