Робота для біженців з України
სტენდის გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტენდის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

"TSUR GROUP" არის ქარულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონული მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.
ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" "ბიზნეს ლაბორატორია და სხვა.

ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "არომაკოს" მისია შექმნისთანავე იყო ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.

კომპანია "არომაკოში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი (გრანდ მოლი)
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები ცვლებში: 10:00-16:00 - 16:00-22:00 სთ
ანაზღაურება: 700 + ბონუსები

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება:
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება.
** სტენდის მოწესრიგება;
** მარკეტინგული აქტივობების დროს, სტენდის გაფორმებაში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად).

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტენდის გაყიდვების მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე