|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Askaneli Falestra
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება.
ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო საათები: 12:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ანგარიშების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება და ანალიზი;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** ხარჯების და შემოსავლების მონიტორინგი;
** გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა;
** საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა;
** მომწოდებლების და კლიენტების ანგარიშების მართვა;
** ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი;
** ფინანსური დოკუმენტების სწორად წარმოება და შენახვა;
** ანგარიშების და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარმოება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზების და ანგარიშების წარმოდგენა;
** ორგანიზაციის ფინანსური სტრატეგიის განვითარება;
** ფინანსური რისკების შეფასება/მართვა;
** ფინანსურ აუდიტებთან თანამშრომლობა;
** სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3-5 წლის მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Balance, Syrve);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr.askanelifalestra@gmail.com. სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ
გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ
მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|