Робота для біженців з України
სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე
სამუშაო ადგილი: მაქსიმ გორკის 11, ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან III-IV კურსის სტუდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint, Zoom, Canva)
** ინგლისური - B2

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** ყოველდღიურ, ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ პროცესებში ჩართულობა
** თანამშრომლებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
** შეხვედრების ორგანიზება

შრომის ანაზღაურების ოდენობა: 400 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oshegeorgia@gmail.com. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე