|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გედევანიშვილი და კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"Gedevanishvili & Co" ეძებს შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აიღებს პასუხისმგებლობას ექსკლუზიური პროექტის გაყიდვებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციურ ლიდებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების გაანალიზება
** პროექტის შეთავაზება და უძრავი ქონების შესახებ პრეზენტაციის ჩატარება (ადგილზე ან ოფისში)
** დაინტერესებული კლიენტებისთვის ობიექტის ჩვენება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვის პროცესის მართვა - პირველი კონტაქტიდან კონტრაქტის გაფორმებამდე
** კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მონიტორინგი
** თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან გაყიდვების შედეგის მაქსიმიზაციის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია უძრავი ქონების სფეროში)
** ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტირებული, ენერგიული და კომუნიკაბელური პიროვნება
** მოლაპარაკების შესანიშნავი უნარი
** ორგანიზებული და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას უძრავი ქონების სფეროში
** სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო საათებს: 10:00-18:00
** ფიქსირებული ხელფასს + საბონუსე სისტემა შედეგების მიხედვით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@gedevanishvili.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|