|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
გედევანიშვილი და კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"Gedevanishvili & Co" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ Call Center ოპერატორს გუნდისთვის. ძირითადი მოვალეობებია შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მიღება, კომპანიის უძრავი ქონების პროექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და კვალიფიციური მომხმარებლის გაყიდვების აგენტებთან გადამისამართება.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მიღება
** კომპანიის პროექტებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** კლიენტების რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა გაყიდვების გუნდთან
** პროფესიონალური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კლიენტებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი
** სასურველია გამოცდილება კლიენტებთან მომსახურების ან უძრავი ქონების სფეროში
** ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა, ინგლისური ან რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას უძრავი ქონების სფეროში
** სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო საათებს: 10:00-18:00
პოზიცია მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს და მოქნილ საბონუსე სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შესრულებულ შედეგებზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gedevanishvili.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "Call Center Operator".
|
|
|
|