Робота для біженців з України
პრისეილერ-მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერ-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქციები:

** კონტრაქტორი ობიექტებისგან შეკვეთების მიღება, დახლებზე განთავსება, სავაჭრო გეგმის შესრულება, მარაგების კონტროლი, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 6 თვე

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვებულობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პირობები:

ანაზღაურება - 750 - 2000 ლარი (+სამგზავრო ბარათი)
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (შაბათ-კვირა დასვენება)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: a.basishvili@libogroup.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა. ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე