Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"დიზი ლიზინგი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 6 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანია მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია და სარგებლობს მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით.

ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დახმარებით გავუწიოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც დაეყრდნობა ადამიანურ ღირებულებებსა და გულახდილობის პრინციპებს.

თუ ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური, მიზანმიმართული, პროფესიულ განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, შემოუერთდი ჩვენს გუნდს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** მომხმარებლის განაცხადის მიღება;
** მომხმარებლისთვის სათანადო დახმარების გაწევა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის სალიზინგო პროდუქტებისა და პირობების გაცნობა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის სალიზინგო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მიზანზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 საათი; შაბათი 10:00-დან 16:00 (მორიგეობით, თვეში 2 შაბათი სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 750 + ბონუსი 700 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@dizi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე