Робота для біженців з України
ასისტენტი - Associate level 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი - Associate level 1
მომწოდებელი: ჯეპრა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს ბაზარზე საკომუნიკაციო და მარკეტინგის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურებაზე. კონკურსი ცხადდება კომპანიაში ახლად დაარსებული მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტში, ასისტენტის პოზიციაზე (Associate level

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://gepra.ge/ka/chven

პოზიცია: ასისტენტი (Associate level 1)

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, ალექსიძის №3
სამუშოს ტიპი: ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 Gel (Net)

რას გთავაზობთ: პროფესიული უნარებისა და ცოდნის განვითარებას, მორგებული, სისტემური მენტორინგის და დამატებითი საგანმანათლებლო case-study-ების დახმარებით. ასევე, საჭიროების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროცესთან მორგებულ სამუშაო გრაფიკს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობის მიღება კვლევის ჩატარებასა და მონაცემების შეგროვებაში კლიენტის ინდუსტრიებზე, ბაზრებსა და კონკურენტებზე
** მონაწილეობის მიღება ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზში, ორგანიზაციულ დიაგნოსტიკაში დახმარება ტენდენციების, შესაძლებლობებისა და პოტენციური გამოწვევების გამოსავლენად და რეკომენდაციების შესამუშავებლად
** მონაწილეობის მიღება პროექტის მართვაში და პროექტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავებაში
** მომზადება მასალების, ანგარიშებისა და პრეზენტაციების კლიენტებისთვის
** კომუნიკაცია/ურთიერთობა კლიენტებთან
** მონაწილეობის მიღება სატენდერო წინადადებების, ტენდერების და ფასების სტრატეგიების შემუშავებაში
** ხელშეწყობა შიდა ორგანიზაციული სისტემების განვითარების
** დაცვა სამუშაო ეთიკისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების
** დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, სხვა დაკისრებული დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:

ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი (მისაღებია აღნიშნული მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)

ენები:

** ქართულ ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სრულყოფილი უნარები
** ინგლისური ენის ზეპირი და წერითი კომუნიკაციის B2 დონზე ცოდნა
კომპიუტერული პროგრამები:
MS Office Word, MS Excel, MS Power Point პროგრამების კარგად ცოდნა

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური და კვლევითი უნარები
** ძლიერი წერითი და პრეზენტაციული უნარები
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** კეთილსინდისიერება და სანდოობა

საჭირო ცოდნა:

** საკონსულტაციო პროცესების, ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის საბაზისო ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება (სასურველი): საკონსულტაციო, კვლევითი ან ბიზნესის განვითარების სფეროში სამუშაო გამოცდილება

შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად:

** კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით
** პანელური გასაუბრების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან
** გასაუბრებაზე შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება და ვადა დავალების პრეზენტაციისთვის
** საბოლოო გადაწყვეტილება (დადებითი და უარყოფითი) კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** კანდიდატების რეზიუმეების დამუშავება მოხდება მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მსურველებმა, მიმდინარე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმის ყველა ველი და ატვირთონ რეზიუმე. კონკურსი მიმდინარეობს ე.წ. the rolling base-ის ფორმატით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე