Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "გერგილი" წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ვაკანსიაზე განიხილება 1 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი.
** ინგლისური ენის ცოდნა (B 1 - B 2 დონე) სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);

ფუნქციები:

** საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
** დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** ანგარიშების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
** საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტის ზედამხედველობა;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hs@gergili.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე