Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ბუღალტერი

სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი. ლოკაცია: ისანი.
ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო ბაზასა და ბუღალტრულ პროგრამაში;
** დებიტორ კრედიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი;
** დეკლარაციების წარდგენაში მონაწილეობა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** თვის ან/და ფინანსური წლის დახურვისათვის საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა;
** ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
** აუდიტთან ურთიერთობა, რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ უდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა;
** საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე