Робота для біженців з України
ჯავშნების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯავშნების აგენტი
მომწოდებელი: ibis budget Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 365247_ibisbudget_jd_var_4525059.zip
სასტუმრო ibis budget Tbilisi Center აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.

მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისურ და ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაცია (E-mail, Phone) - დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების და PMS სისტემების ცოდნა;
** სასურველია OTA (Booking, Expedia) პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრების ჯავშნების მიღება, დამუშავება და დადასტურება ტელეფონით, ელფოსტით ან ონლაინ არხებით;
** ინფორმაციის მიწოდება ნომრების ხელმისაწვდომობისა და ფასების შესახებ;
** ცვლილებებისა და გაუქმებების მართვა სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად;
** ჯავშნების ზუსტად შეყვანა Opera Cloud და სხვა სისტემებში;
** ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო კვება
** 30%-მდე ბონუსი
** ACCOR-ის ფასდაკლების ბარათი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე