Робота для біженців з України
ლოიალურობის სისტემის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოიალურობის სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ლოიალურობის სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარათის სისტემაში ჩართვის მიზნით, მომხმარებლის მონაცემების დარეგისტრირება ბაზაში, სარეგისტრაციო ფორმების დახარისხება, დაარქივება და პროგრამაში ასახვა;
** ლოიალობის ბარათთან დაკავშირებული პრობლემური ქეისების მოგვარება, გამომწვევი მიზეზების მოძიება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის პირთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ექაუნთთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამული ცვლილებების განხორციელება (ექაუნთის გაუქმება, მყარი ბარათის აღდგენა, ბაზაში მონაცემების განახლება, რედაქტირება და ა.შ.) და შესაბამისი დოკუმენტაციის დაარქივება;
** საჩუქრების კატალოგში პროდუქციის სიის კონტროლი, განახლების მიზნით მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ დეპარტამენტთან და ცვლილებების პროგრამულად ასახვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა CRM პორტალის საკომუნიკაციო არხების (sms, ელექტრონული ფოსტა და მობილური აპლიკაცია) მეშვეობით;
** პერიოდული რეპორტების დაგენერირება პროგრამაში და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, ბარათთან დაკავშირებულ საკითხებზე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პირდაპირი ჩართულობა კონკრეტული შემთხვევების მოსაგვარებლად;
** საჭიროების შემთხვევაში, ლოიალობის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის კვლევებში, სისტემის ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში, ახალი პროცედურების დაგეგმვაში, ინსტრუქციების და მომხმარებლის სახელმძღვანელოს ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და აქციის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური ცვლილებების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint); სასურველია - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოიალურობის სისტემის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ნოემბერი, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე