|  
		
			| დასახელება: 
				ბუღალტერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ქართული მწვანე სოფელი |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი |  
			| შპს "ქართული მწვანე სოფელი"  (აგრო სფერო) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოება;
 ** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და დაარქივება;
 ** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვა და კონტროლი;
 ** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარება;
 ** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკის სისტემაში;
 ** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა;
 ** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
 ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
 ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
 ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
 
 პიროვნული უნარ-ჩვევები:
 
 ** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 ** დეტალებზე ორიენტირებული;
 ** ორგანიზებული.
 
 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.36
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00 (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციური სამუშაო არ გაიხილება)
 ანაზღაურება: განიხილება გამოცდილების მიხედვით
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
 |  |  |  |